წესები და პირობები
სამუშაო ვერსია — გამოქვეყნებამდე იურისტთან უნდა შეთანხმდეს.
1. რეგისტრაცია
საიტით სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ პირს. მომხმარებელი პასუხისმგებელია მითითებული მონაცემების სისწორეზე.
2. აკრძალული შინაარსი
აკრძალულია უხეში, შეურაცხმყოფელი ან 18+ შინაარსის ტექსტი და ფოტო, აკრძალული ნივთების გაყიდვა და სხვისი მონაცემების გამოყენება. ასეთი შინაარსი ავტომატურად იბლოკება, ხოლო ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს.
3. ფასიანი სერვისები
თითოეულ მომხმარებელს შეუძლია განსაზღვრული რაოდენობის განცხადების უფასოდ დადება. შემდეგი განცხადებები, VIP სტატუსი და მაღაზიის გვერდი ფასიანია ფასების გვერდზე მითითებული ტარიფებით.
4. გადახდა და მიწოდება
ონლაინ გადახდას ამუშავებს საქართველოს ბანკი და TBC ბანკი. ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. მიწოდებას ახორციელებს გამყიდველი ან მის მიერ არჩეული სერვისი (Wolt, Glovo, საქართველოს ფოსტა).
5. პერსონალური მონაცემები
მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად. ატვირთული ფოტოებიდან ლოკაციის (GPS) მონაცემები ავტომატურად იშლება.